შენ და შენ დაახლოებით ორი წელია არსებობს და სხვადასხვა სტილისა და ფორმის სარკეებს აწარმოებს .
ჩვენ გვინდოდა, გვეპოვა გზა, რომ დავხმარებოდით ადამიანებს, თავიანთი სახლების ინტერიერი გაეხადათ უფრო ხალისიანი, მყუდრო, ორიგინალური და ფერადი. ამაზე პასუხი სარკეში ვიპოვეთ.
“აღსანიშნავია, რომ ყოველი სარკე ხელნაკეთია და ინდივიდუალურად კონკრეტული მომხმარებლისთვის მზადდება, რა თქმა უნდა, არც დიზაინში ხართ შეზღუდულნი, რადგან “შენ და შენ” სრულ თავისუფლებას გაძლევთ და გეხმარებათ თქვენივე წარმოსახვის გაცოცხლებაში,” – შენ და შენ – ის დამფუძნებლები