Foam Bubble ხელნაკეთი ნივთების სტუდიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ინტერიერისთვის შექმნილი ორიგინალური ნივთები, მათ შორის, ავეჯი, სარკეები, სანათები და ინტერიერის სხვა აქსესუარები შეიძინოს. ძირითად მასალად ფერადი ქაფი გამოიყენება, რაც სტუდიაში შექმნილ ნივთებს უნიკალურობას და განსხვავებულ ელფერს სძენს.
„ქაფს, უამრავი განსხვავებული ფორმა შეგიძლია მიაღებინო, სახასიათო ფორმები კი ინტერიერს განსხვავებულად წარმოაჩენს, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის; ვფიქრობ ახალი და განსხვავებული სტილია ინდუსტრიაში,“ – აცხადებენ Foam Bubble studio-ში.
სტუდიაში ვიტრაჟული გაფორმებებიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ.