ceramic studio sio2 ~ თიხის ნამუშევრების სახელოსნოა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და ინტერიერისთვის უნიკალურ ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის. ნივთების შესაქმნელად, დაძერწვისა და ამოყვანის ტექნიკა გამოიყენება, რაც თიხას ბუნებრივ ფერს უნარჩუნებს.
“ინსპირაციისთვის ხშირად ვიყენებთ არტეფაქტებს და გარდავქმნით თანამედროვე ფორმებად,“ – აღნიშნავენ ceramic studio sio2”-ის დამფუძნებლები.
“Ceramic Studio Sio2-ის” ნამუშევრების სტილი და ფერთა პალიტრა სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის საინტერესო არჩევანს ქმნის.