DODO Designs • დოდო დიზაინს

კომპანია Dodo Designs -ის ნამუშევრები თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების, ვიტრინების, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინს თუ მხატვრულ გაფორმებას მოიცავს.
ცოტა ხნის წინ, კომპანიის დამფუძნებელმა, დებმა, დოდო და თაკო ჩხეიძეებმა, სტუდიის საქმიანობას კიდევ ერთი მიმართულება, საკუთარი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა პროდუქტის დიზაინის შექმნა, დაამატეს.

პირველი განხორციელებული იდეა ძველი ტრადიციული ქართული ტექნიკით, ხელით ნაქსოვი ფარდაგებია, რომლებიც თანამედროვე დიზაინით არის წარმოდგენილი, თუმცა ტრადიციული ფარდაგების სიუჟეტურ თემებზეა დაფუძნებული, რაც ცხოველებისა და ადამიანების მთავარ ელემენტებად წარმოჩენას გულისხმობს.

პირველ კოლექციაში, რომელიც ათ ნამუშევარს მოიცავს, DODO DESIGNS-მა ქართული ქსოვილების პატერნები, ხოლო ისტორიისა და თანამედროვეობის ხაზგასასმელად, კომპოზიციებში, ფრაგმენტები სხვადასხვა ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების  ნახატებიდან გამოიყენება.

ყველა ფარდაგი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქსოვება, რაც თითოეულ ნამუშევარს უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

კომპანიის გეგმაშია ქართული ფარდაგების პოპულარიზაციის მიზნით, მათი გატანა საერთაშორისო ბაზარზე, რითიც შესაძლებელი იქნება  საქართველოს ტრადიციულ კულტურის წარმოჩენა თანამედროვე ფორმით .

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨