BAMBA • ბამბა

ბამბა ტექსტილი სოფიო ხუნწარიას და ნათია ინწკირველის სტარტაპია, სადაც ძველებური სტილის მაქმანებიანი სუფრებისა და ტექსტილის შეძენაა შესაძლებელი.
ბამბა ნატურალურ ტილოს ქსოვილსა და მაქმანს იყენებს. ასევე სტარტაპს აქვს კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან, რომლის შედეგადაც ქსოვილზე ხდება მათი ნამუშევრების სუბლიმაცია.

„ჩვენი პოდუქცია საიტერესოა ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ვინაიდან ეს ის პროდუქტია, რომელიც ყველაზე მოხმარებადი და გამოყენებადია სახლში. სუფრა, ფარდა, თეთრეული. მათ ფუნქციონალურ დატვირთვასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ტექსტილი იყოს ლამაზი და ხარისხიანი რასაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.“- ნათია ინწკირველი. 

 

„ყველაფერი ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ალბათ გახსოვთ ყველა სახლში იყო მაგიდაზე გადაფარებული მაქმანებიანი სუფრა, თხელი ნატურალური ქსოვილით შეკერილი მაქმანებიანი ფარდები და ქათქათა მაქმანიანი თეთრეული. ჰოდა, ჩვენი ინსპირაციაც ბავშვობის მეხსიერებიდან მოდის, რომელიც მოგვინდა თქვენთვისაც გაგვეზიარებინა და ისევ დაგვებრუნებინა, ჩვენს ლამაზ სახლებში სიმყუდროვის განსაკუთრებული შეგრძნება ქსოვილთან ერთად,“ – სოფიო ხუნწარია.

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨