Maria’s Art Studio • მარიას არტ სტუდიო

მარიამ გახოკიძის ნამუშევრები თქვენს ინტერიერს განსკუთრებულად თანამედროვე ელფერს შესძენს. ნახატები modern texture art-ის სტილშია შესრულებული. 

„ეს მიმდინარეობა სრულ თავისუფლებას  იძლევა, როგორც მუშაობის ტექნიკის, ასევე ემოციების გადმოცემის თვალსაზრისით.  სწორედ ამან განაპირობა ამ ჟანრით ჩემი გატაცება. პროცესში  წამოსულმა წარმოსახვამ ფითხის ფიგურები სივრცულ ფიგურებად აქცია და დავიწყე  სრულიად განსხვავებული 3D ნამუშევრების შექმნა,“- ამბობს მარიამი.

„ინსპირაციის წყაროა ის ყველაფერი რასაც ვხედავ, ვგრძნობ, ვეხები და აღვიქვამ, ვაკვირდები ტრენდებს ინტერიერსა და ექსტერიერში, პეიზაჟებს, ადამიანებს, ცხოველებს, ზოგადად გარემოს და ეს ყველაფერი გადმომაქვს ჩემს ნამუშევრებში ჩემეული ხედვით. ჩემი ნამუშევრები იქმნება სივრცეში, გააჩნია განსხვავებული სტრუქტურა და სწორედ ეს სძენს მათ განსაკუთრებულობას.“

ალდაგის მომხმარებლებს შეუძლიათ მარიამის ნამუშევრები განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ.

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨