კერამიკული სახელოსნო “კირკე” 2021 წელს დაარსდა. ბრენდის კონცეფცია მხოლოდ ქართული ხელნაწერის, ქსოვილის, ოქრო-მჭედლობის, კედლის მხატვრობისა და სხვა კარგად ნაცნობი წყაროებიდან აღებული შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს.
„კირკეს“ მიზანია, უფრო მეტად ახლობელი და შემეცნებითი გახადოს, როგორც თიხის ნამუშევრები, ასევე, მასზე გადატანილი ქართული მოტივებით შექმნილი ნახატები და ფორმები ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისთვის.