Wally ონლაინ გალერეა და არტ საკონსულტაციო სივრცეა, რომელიც თანამედროვე ქართველ ხელოვანებს (როგორც დამწყებ, ისე უკვე პოპულარულ ხელოვანებს) თანამედროვე აუდიტორიასთან ლოკალურად და გლობალურად აკავშირებს.

“Wally-ის მიზანია არტი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს – Make Art Part of Our Everyday Life. ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი თეთრი კედელია და დროა, ამ თეთრ კედლებზე არტი დავკიდოთ. ყველა კედელი საგამოფენო სივრცეა.” – აცხადებენ Wally-ში;

ის საერთაშორისო სტანდარტების მქონე, კურატორული, ორენოვანი (ქართული და ინგლისური) e-commerce პლატფორმაა, სადაც არტ მოყვარულებს ნახატების დათვალიერება, აღმოჩენა და შეძენა შეუძიათ. ყველაფერი, რაც Wally-ზე არის განთავსებული – ხელმისაწვდომია. 

Wally-ს მეორე პროდუქტია Art Advisory Service, რომლიც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს არტთან დაკავშირებით პროფესიონალური კონსულტაციის (რა იყიდონ, სად დაკიდონ და ა.შ.) მიღების საშუალებას აძლევს.

Wally არის დემოკრატიული სივრცე, სადაც ყველას შეუძლია განათავსოს თავისი არტი (რა თქმა უნდა, ხარისხის კონტროლის შემდეგ) და მეორეს მხრივ, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანმა მარტივად, ხელმისაწვდომად, იყიდოს არტი. 

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨