Pharvana • ფარვანა

ფარვანა კერამიკის ნივთების ონლაინ მაღაზიაა.

ყველა ნივთი ხელნაკეთი და ინდივიდუალურია. მათი ამოყვანა, მოხატვა და მოჭიქურება დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თითოეული ნივთის დასამზადებლად 2-3 კვირაა საჭირო.

თიხის ამოყვანისა და ფორმის მიცემის შემდეგ, მისი ჰაერზე, ბუნებრივი გზით გამოშრობა ხდება. ყველა ნაკეთობისთვის განსხვავებული დროა საჭირო, რაც  მის მოცულობასა და მასშტაბებზეა დამოკიდებული.

გამოშრობის შემდეგ სუფთავდება ზედაპირი და პირველი გამოწვა – 1050 გრადუსზე ხდება. გამოწვის შემდეგ ნივთი იხატება, ჭიქურში ევლება და ისევ იწვება 950 გრადუსზე.

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨