ოთხი წლის წინ შეიქმნა მცენარეების მაღაზია-სალონი „ ანემონე“ სივრცე, სადაც ადამიანები და მცენარეები ერთმანეთს უმეგობრდებიან. გარდა იმისა, რომ ანემონეში ადამიანებს შეუძლიათ როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის მცენარეების შეძენა, ამასთანვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. როგორებიცაა: სკოლის მოსწავლეებისთვის “შემეცნებითი გაკვეთილები ანემონეში”, პოდკასტების სერია “მწვანე საუბრები”, “აჩუქე მცენარე ქოთნით” და სხვა.
“ანემონეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას.”