თანამედროვე, არტისტული და ლამაზი – ეს 3 სიტყვა საკმარისია კერამიკული სტუდია 1300-ზე საუბრის დროს. 1300 გრადუსი ცელსიუსი კერამიკის ღუმელის მაქსიმალური ტემპერატურაა, რომელშიც თიხას აცხობენ. ეს “ცხელი” სტუდია ორი მეგობრის, ირინას (ჯიბუ) და ტასოს გახსნილია, რომლებიც მთელ თვიანთ დროსა და რესურსს ამ სტუდიას უთმობენ.
“სტუდია ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ მხატვრებთან და მათი საავტორო ნახატები გაადაქვს კერამიკაზე – თითოეული ნივთი უნიკალურია და საუკეთესო საჩუქარია.”
თუ თავად გსურთ მოსინჯოთ ძალები კერამიკის ნივთების დამზადებაში, ჩაერთეთ მათ ვორქშოპებში – გამოძერწეთ, მოხატეთ და სამახსოვროდ თან წაიღეთ.