Poster_O • პოსტერ_ო

Poster_o არის პროექტი, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანის, ოთარ ჯიშკარიანის შემოქმედებას პოსტერების სახით წარმოგვიდგენს. ოთარ ჯიშკარიანი 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და საინტერესო ხელოვანია. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების განვითარებაში, როგორებიცაა დაზგური და წიგნის გრაფიკა, პლაკატისა და შრიფტის ხელოვნება. ოთარ ჯიშკარიანს ეკუთვნის მხატვრული სერია ‘ანბანთქება,“ რომელიც 36 ქართულ ასო-ნიშანზე შექმნილი გრაფიკული ნამუშევრების ერთიანი კომპოზიციაა. ავტორი ამ ნამუშევრებით გვაცნობს ქართული დამწერლობის სამივე სახეობას, ქართულ კულტურას და გვიყვება თითოეული ასო-ნიშნის „ბიოგრაფიას“. სწორედ ამ პოსტერებს გთავაზობთ Poster_O.

Poster_o-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ოთარ ჯიშკარიანის შვილიშვილი, ნინი გაბიძაშვილია.

“მთელი ბავშვობა ოთარის ნამუშევრების გარემოცვაში  ვიზრდებოდი. პირადად ჩემთვის მისი შემოქმედება ძალიან ღრმა და შინაარსობრივია. დღესაც კი მაოცებს ის მომენტი, როდესაც ათასჯერ ნანახ ნამუშევარში უცებ ახალ დეტალს აღმოვაჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ჯიშკარიანი  თავისი ეპოქის დამსახურებული მხატვარია და მის სახელს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა უკავშირდება, მინდოდა მისი ნამუშევრები ჩემი თაობის ადამიანებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო, თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა, ეს როგორ განმეხორციელებინა.  იდეა, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა პოსტერებად გვექცია, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ლიზა ტრაპაიძეს ერთ-ერთი სტუმრობის დროს გაუჩნდა”, – ნინი გაბიძაშვილი, Poster_oს თანადამფუძნებელი. 

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨