The why not gallery gift shop • ვაი ნოთ გალერის საჩუქრების მაღაზია

The Why Not Gallery Gift Shop 2018 წელს ორი მეგობრის, ხელოვან და კურატორ გვანცა ჯიშკარიანის და კურატორ ელენე კაპანაძის მიერ დაარსდა. გალერეის შექმნის მიზანი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა და ფართო აუდიტორიებისთვის წარდგენა იყო.  ​

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მაღალი ხარისხის, ორიგინალური ნივთების ადგილობრივ ბაზარზე წარდგენა.

2019 წელს გალერეამ ახალი პროექტი დაიწყო: The Why Not Gallery Gift Shop – საჩუქრების მაღაზია, რომლის ფარგლებშიც იგი ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებთან პარტნიორობს და მათთან კოლაბორაციაში ლიმიტირებული რაოდენობის ნივთებს, ძირითადად სახლის დეკორატიულ პროდუქტებს, აწარმოებს.

მაღაზიაში ნივთების ფართო არჩევანია, უმთავრესი, რაც კოლაბორაციებს აერთიანებთ მაქსიმალისტური დიზაინის და ხელოვნების დიდი სიყვარულია.

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨