Lampino • ლამპინო

ლამპინო ხელნაკეთი სანათების ბრენდია, რომელიც უკვე სამი წელია არსებობს და ქართულ პროდუქტს ქმნის. სანათები გამოირჩევა როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ხელნაკეთი არქიტექტურული მოდელების მთავარი დანიშნულება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამ ფორმით შენარჩუნებაა. აქ შეხვდებით: „ბეთლემის ქუჩის ვიტრაჟს“, „ონის სინაგოგას“, „ბატონის ციხეს” მიხედვით შექმნილ სანათს, „ბათუმურ კარს“ და ასევე „კარს თბილისიდან“, რომელიც წითელი ჯვრის ისტორიული შენობის ნაწილია დღესაც.

ბრენდის იდეა ხელოვნებათმცოდნე ქეთი ნოზაძეს ეკუთვნის, რომელიც თითოეულ მოდელზე თავად მუშაობს. “სანათის შექმნა  ძეგლის სიყვარულითა და აღტაცებით იწყება, შემდეგი ეტაპი ნახაზის გრაფიკული დამუშავებაა, საბოლოო ნაბიჯი კი – მასალაში განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნამუშევრები ხელით იხატება და საბოლოო შტრიხი განათებაა, რომელიც ნამუშევარს აცოცხლებს და შესაძლებლობას აძლევს, სრულად გადმოსცეს ის განწყობა და ემოცია, რასაც ჩვენ განვიცდით ძეგლის ყურებისას,”- ქეთი ნოზაძე, ლამპინოს დამფუძნებელი. 

ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨