მორიარტი შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და მომხმარებელს ორიგინალურ სასაჩუქრე პროდუქტებს სთავაზობს. აქ შეხვდებით:
1. პერსონალურ პოსტერებს, რომელიც მოხმარებლის გემოვნების მიხედვით, სასურველი ფონითა და დეტალებით იქნება, რაც მას უფრო სიმბოლურსა და განსხვავებულს ხდის.
2. ხმის სიხშირეების პრინტებს, რომელიც ნებისმიერ აუდიო ფაილს, თქვენივე ხმას ან/და სასურველ სიმღერას ილუსტრაციად აქცევს, პოსტერზე დატანილი QR კოდი კი ორიგინალი ვერსიის მოსმენის შესაძლებლობას მოგცემთ;
3. ვარსკვლავურ რუკას, რომელიც ბრენდის ერთ- ერთი მთავარი პროდუქტია და პრინტი კონკრეტული თარიღისა და ადგილის მიხედვით იქმნება.
მორიარტის თითოეული პროდუქტი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ინდივიდუალურად მზადდება, მასზე დიზაინერების გუნდი მუშაობს. როგორც ბრენდის დამფუძნებლები ამბობენ, მორიარტს სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ მომხმარებელი, პრინტის შექმნის პროცესში უშუალოდ არის ჩართული.