ქართული ფილმების ინსპირაციით შექმნილი სტარტაპი “Wild Hearts” 2021 წელს დაფუძნდა და მისი ძირითადი მიმართულება კედლის დეკორია.
ამ ეტაპზე, Wild Hearts მომხმარებლებს პედრო ალმოდოვარის, რენსანსის პერიოდის მხატვრებისა და სერგო ფარაჯანოვის ავანგარდული ხედვით შექმნილ, მკვეთრი ფერის ტექსტილის, პრინტებს სთავაზობს.
„Wild Hearts ყველა იმ ადამიანზეა გათვლილი, რომელიც სახლის მოწყობისას თამამი გადაწყვეტილების მიღებას არ უშინდება.” – მარიკა ანთიძე, Wild Hearts-ის დამფუძნებელი;