ID Vision • აიდი ვიჟენ

 ID VISION ქართული სტარტაპია, რომელიც საზოგადოებას ინტერიერის დიზაინის განუყოფელ, უნიკალურ აქსესუარებთან ერთად, სახასიათო, ქართული წარმოების შპალერსაც სთავაზობს. ID VISION მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაქრობაში.

“ამერიკაში სწავლისას ერთ-ერთი ლექციის დროს შპალერის შექმნის ტექნიკა ვისწავლე, რაც ჩემთვის ბიზნესის იდეად იქცა. ამის შემდეგ დამოუკიდებლად შევქმენი 3D კედლის ქაღალდი (შპალერი), რომელიც გამოფენაზე გაიტანეს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება,” – სალომე მამრიკიშვილი, ID VISION-ის დამფუძნებელი.

ID VISION კედლის ქაღალდთან ერთად ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარს ქმნის. ჯერ იქმნება პატერნი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა მეთოდით იპრინტება ქსოვილზე ან ქაღალდზე. კოლექციები დაყოფილია ოთხ ნაწილად. კატალოგი ძირითადად მოიცავს: არქიტექტურულ, ყვავილოვან, წყალქვეშა და ტრადიციული ნარატივების მქონე პროდუქციას. მათი შექმნის ინსპირაცია არქიტექტურული ნაგებობებიდან, სხვადასხვა ადგილებიდან და ნივთებიდან იბადება.

შპალერი პირველ ეტაპზე ხელით იხატება, შემდეგ კოლექციების მიხედვით, სხვადასხვა ტექნიკის  გამოყენებით კომპოზიცია იქმნება. კოლექციის ესთეტიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ფერების გამა ირჩევა. შემდეგი ეტაპი არის ცდების ჩატარება ყველა ფერსა და კომპოზიციაზე, რათა საბოლოო პროდუქტი ჩანაფიქრთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოვიდეს.

ID VISION-ის არქიტექტურული კოლექციის პატერნებმა ყველაზე დიდი გამოხმაურება მოიპოვა საქართველოში, ისევე, როგორც მის საზღვრებს გარეთ, აღსანიშნავია, რომ ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის ხარისხს და მოსწონს ფერების ფართო არჩევანი.

“ვფიქრობ, მთავარია  იცოდე, როგორ შექმნა კარგი ხარისხის პროდუქტი და  გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. თუ იღწვი დასახული მიზნის მიღწევისკენ და პროდუქციის სრულყოფილებისკენ, საქართველოშიც ისეთი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქციას შესთავაზებ მომხმარებელს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,”-სალომე მამრიკაშვილი. 
ზემოთ

 

მზად ხარ?

დააზღვიე სახლი და გაალამაზე უნიკალური ნივთებით. 

სახლის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ✨