პეტრო ჰენდმეიდი სახლის ხელნაკეთი დეკორაციების სტუდიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. მისი ნიშა ვინტაჟური სტილი და განსხვავებული ფერთა გამაა.
ნამუშევრები ნატურალური ხისა და ეკოლოგიურად სუფთა საღევაბისგან მზადდება. ყველა ნივთი ხელით იღებება და მუშავდება, რაც მათ ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას სძენს.
“Petro handmade” არის ადგილი, სადაც ნივთების ისტორია იქმნება და მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.
“თავდაპირველი ინპირაციის წყარო მეორადი ხის მასალების გადამუშავება იყო. მდინარის ხეობებში უჩვეულო ფორმის ხის ტოტებს ვეძებდი და პატარა მაგიდებს, სარკეებს, ჭაღებს, ღვინის თაროებს, მაგიდისა და ხის საათებს ვქმნიდი. ხეზე მუშაობა ჩემთვის სიმშვიდესთან და კომფორტთან ასოცირდება, სწორედ ეს გახდა მიზეზი გამეხსნა სახელოსნო,” – Petro Handmade-ის დამფუძნებელი;