White Studio 2013 წელს დაფუძნდა და ერთ სივრცეში შემოქმედებით სახელოსნოს, კერამიკისა და ტექსტილის გალერეას აერთიანებს. White Studio ჭურჭელს (თეფში, ჭიქა, დოქი, ლანგარი, ყველის დაფები, ჯამები, კოვზები), სახლის დეკორს (აბაზანის აქსესუარები, მათ შორის ნიჟარები, ზარდახშები, ლარნაკები, საათი, სანათები, სარკე, ეზოს და სახლის ქოთნები), ტექსტილისა და ტრადიციული ქართული ხაზის პროდუქტს (ქართული სუვენირები, ღვინის ჭურჭელი, კედლის დეკორაციები) აწარმოებს. პროდუქტი ფაიანსის, თეთრი და წითელი თიხისგან იქმნება.
„ჯერ კიდევ სახელოსნოს დაარსებამდე, ქართული თიხის კვლევის პროცესში, ადგილობრივი თეთრი თიხა აღმოვაჩინეთ, თავისი უნიკალური თვისებებით. ჩვენ პირველი სტუდია ვიყავით, რომელმაც თეთრ თიხაზე მუშაობა დაიწყო. კერამიკის სახელოსნოს სახელწოდებაც – White Studio (თეთრი სტუდია) სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება.“
ძირითადი ინსპირაცია ქართული ტრადიციები, ქართული ტრადიციული ორნამენტები, ფორმა, გემოვნება და ევროპული კლასიკური ხელოვნებაა.
White Studio-ს პროდუქტი ყველაზე საინტერესო, პირველ რიგში, ქართველი მომხმარებლისთვისაა, რადგან ყველაფერი არის ხელნაკეთი, ქართული და უნიკალური, თუმცა დიდი დაინტერესებაა ტურისტებისგანაც, რადგან ნამუშევრებით ქართულ კულტურასა და მოტივებზე ბევრი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.