კომპანია „ჰოდა“ 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სტილის, ინტერიერის, კერამიკის კომპოზიციურ სინთეზს. ამიტომ „ჰოდას“ პროდუქცია გათვლილია ფართო მომხმარებელზე.
პროდუქციის შექმნისას, ინსპირაციის ძირითადი წყაროა ცოცხალი ბუნება, ქართული არქიტექტურა და ორნამენტები.
„ჰოდას“ ნივთები წინასწარ მომზადებული ესკიზის მიხედვით გრავირების ან მოხატვის მეთოდით მზადდება, რაც მოჭიქურებისა და გამოწვის შედეგად საბოლოო სახეს იღებს.