HOME CONCEPT STORE ფიმფამფო – სამი მეგობრის მიერ შექმნილი დიზაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერიერის კონცეპტუალურ ნივთებს, ავეჯს, ტექსტილს, კერამიკასა და სხვა ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს.
„ინტერიერის დიზაინი ჩვენი გატაცებაა, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც თავს მოვუყრიდით დიზაინ აქსესუარებს სახლისთვის. ნივთებს ჩვენი შოურუმისთვის თვეების განმავლობაში ვაგროვებდით, რის გამოც თითოეული ნივთი ჩვენს კოლექციაში განუმეორებელია. სახლის დიზაინით გატაცებული ადამიანები ჩვენს შოურუმში ბევრ აღმოჩენას გააკეთებენ,“
შოურუმი პეკინის 39-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს მისი ინტერიერის შესაბამისი უნიკალური ნივთები – ვინტაჟური სტილის აქსესუარები, რბილი ავეჯი, ტექსტილი უნიკალური პრინტებით, ფერადი და განსხვავებული ჭურჭელი სხვადასხვა სტილის ინტერიერისთვის და ა.შ.