DÉCOR.IT 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. კომპანია ორი მეგობრის ირინე მირიანაშვილისა და თინათინ ჭანტურიას მიერ შეიქმნა, რომლებმაც დიზაინის მიმართ ინტერესი ბიზნესად აქციეს და მომხმარებლებს განსხვავებული და საინტერესო ნივთები შესთავაზეს.
DÉCOR.IT ქმნის ხელნაკეთ, ფუნქციურ ნივთებს, რომლებიც ძველბერძნული მითოლოგიით არის ინსპირირებული. აქ ძირითადად შეხვდებით სხვადასხვა ტიპის საყვავილეს, სარკესა და ნახატებს. პროდუქცია უმეტესწილად თაბაშირით მზადდება.
DÉCOR.IT საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს განსხვავებული, ფუნქციური ნივთების შეძენა და სახლის ინტერიერის გახალისება.